Bloomberg: მიწისძვრების შედეგად, თურქეთის ეკონომიკური ზარალი $84 მილიარდს აჭარბებს

თურქეთის საწარმოთა და ბიზნესის კონფედერაცია 6 თებერვალს მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრების ზარალს 84 მილიარდ დოლარზე მეტად აფასებს, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით 10%-ს შეადგენს. ამის შესახებ Bloomberg წერს.

სტატიაში ნათქვამია, რომ საბინაო ფონდის ზარალი დაახლოებით 70.8 მილიარდ დოლარად შეფასდა, ხოლო საბიუჯეტო შემოსავლის კლება 10.4 მილიარდ დოლარად. თურქეთის ინფრასტრუქტურის დაზიანებამ, გზების, ელექტროენერგიის, საავადმყოფოებისა და სკოლების ჩათვლით, შეიძლება ბიუჯეტის დეფიციტი მშპ-ს 5.4%-მდე გაზარდოს.

სამუშაო ძალის დანაკლისი თურქეთის ეკონომიკას $2.9 მილიარდი დაუჯდება.

გამოთვლები 1999 წელს, სტამბოლის მახლობლად მომხდარი მიწისძვრის შედეგებს ეყრდნობა, რომელსაც დაახლოებით 18 000 ადამიანი ემსხვერპლა.

თურქეთსა და სირიაში მომხდარი მიწისძვრების შედეგად 34 000-ზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.