გიორგი მუმლაძე: ჩვენ აუცილებლად გვექნება ორგანიზებული და დიდი პროტესტი

ჩვენ აუცილებლად გვექნება ორგანიზებული და დიდი პროტესტი, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი მუმლაძემ განაცხადა.

„მივალთ ყველგან, არ მოვეშვებით, მივაკითხავთ სახლებთან სამსახურებთან, მივალთ „ქართული ოცნების“ ყველა ოფისთან. რაც შეეხება ხალხის რაოდენობას, გეტყვით პირდაპირ. ეს არის აქტივისტური პროტესტი. ჩვენ აუცილებლად გვექნება ორგანიზებული და დიდი პროტესტი“,- აღნიშნა მუმლაძემ.

საყოველთაო მობილიზაციის ფონზე “ნაციონალური მოძრაობა” ხალხის შეკრებას ვერ ახერხებს. პარტია “ქართულ ოცნებასთან” აქტივისტები შეიკრიბნენ. ადგილზე არ იყვნენ ლიდერები.