ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოს, ბოსნია-ჰერცეგოვინასა და მოლდოვას მიმართ ალიანსის პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერების საკითხსაც განიხილავენ.
„მინისტრები ასევე განიხილავენ, თუ როგორ გავაძლიეროთ ჩვენი პრაქტიკული მხარდაჭერა ბოსნია და ჰერცეგოვინას, საქართველოსა და მოლდოვას მიმართ – ნატოს სამი ღირებული პარტნიორი, რომლებიც რუსეთის საფრთხის წინაშე დგანან“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა.
შეგახსენებთ, ხვალ ბრიუსელში ნატო-ს თავდაცვის მინისტრების შეხვედრა გაიმართება.