ხობში, სოფელ ხამისკურთან ქალის ცხედარი იპოვეს

ხობის მუნიციპალიტეტში სოფელ ხამისკურთან ქალის ცხედარი იპოვეს.

ადგილობრივების ინფორმაციით, გარდაცვლილს დაზიანებები აღენიშნება და სახე დასახიჩრებული აქვს.

მათივე თქმით, 45 წლამდე ასაკის ქალს დაზიანება, სავარაუდოდ, ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.