როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ – მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს „ხაბეს”, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა, რითაც ყოფილი შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის განცხადებას გამოეხმაურა.
მისი თქმით, “ნაციონალური მოძრაობა” წარსულის ძალაა.
არ მომისმენია მერაბიშვილის ბრძნული აზრები და სახელმწიფოებრივი ხედვა, მაგრამ როგორც ჩანს, მზადებაა, რომ შედეგი დაიდოს, მე კი ვეტყვი, რომ შედეგს ვხედავთ და ძალიან მოხარული ვართ, რომ მთავარი ოპოზიციურ პარტიას, როგორიც არის განახლებული “ნაციონალური მოძრაობა”, განახლების სიმბოლო მერაბიშვილი წარმოადგენს, მადლობა, ძალიან მაგარია. რას ელოდებიან არ ვიცი, 10 კაცამდე ჩამოვიდნენ, ჟურნალისტები უფრო მეტი იყავით აქციაზე და კიდევ ერთხელ მადლობა ბატონ მერაბიშვილს, ჩემს “ხაბეს”. ეს ძალა წარსულია, მათ შორის მათი მხარდამჭერებისთვისაც, “ნაციონალურ მოძრაობას” თვითონ არ აინტერესებს თავის განახლებული პარტია და მე კომენტარები რატომ გავაკეთო? სადაც კეზერაშვილი და მერაბიშვილი იქნებიან, ის ძალა დამთავრებულია, თუ გინდა პარტიამ დაასრულოს პოლიტიკური მოღვაწეობა, ეს ორი ადამიანი უნდა ჩასვა, “ხაბე” მეცოდება, ჩემი “ხაბე”, რამდენი იწვალა აქამდე მოსულიყო და მელიას შედეგი სანატრელი გაუხდათ, მელიას ბოლოს 18 კაცი მისდევდა და ამათ 10 ჰყავდათ,”- განაცხადა ზარქუამ.
საქართველოში მიმდინარე პროცესებზე საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ვანო მერაბიშვილმა „ფეიგინ LIVE“ -ის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, „ივანიშვილი საქართველოში რუსეთს აშენებს“, როდესაც ნებისმიერი ოპოზიცია, ნებისმიერი ალტერნატივა მიუღებელია. მან პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის რამდენიმე დღის წინ ჩატარებულ არჩევნებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახალი ხელმძღვანელობა რომ რამდენიმე თვეში შეძლებს საქართველოში და არა მხოლოდ საქართველოში სიტუაციის შეცვლას.