რატი იონათამიშვილი: სააკაშვილი „ლოკალური ომის პარტიის“ საშუალებადაც იქცა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.

„ჩვენ რასაც ვადევნებთ თვალს, ეს არის გასტრონომიული ფალსიფიკაცია, დეზინფორმაციული კამპანია საქართველოს წინააღმდეგ. ეს ადამიანები რომ სააკაშვილსაც იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის და ის არის ინსტრუმენტი სხვა ადამიანების ხელში, ეს არახალია. მაგრამ თუ ადრე გვეგონა, რომ მხოლოდ „გლობალური ომის პარტიის“ ინსტრუმენტი გახლდათ, ახლა შეგვიძლია ვთქვათ, რომ იგივე წარმატებით „ლოკალური ომის პარტიის“ საშუალებადაც იქცა“, – განაცხადა იონათამიშვილმა.