საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო პორტფელის 2023 წლის იანვრის ანგარიშის მიხედვით, საპენსიო ფონდის წმინდა ამონაგებმა ფონდის გაშვებიდან (2019 წლის 1 იანვარი) 2022 წლის იანვრის ჩათვლით 41.85%, ხოლო რეალურმა ამონაგებმა (ინფლაციის გათვალისწინებით) იმავე პერიოდში 2.66% შეადგინა.
2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით, საპენსიო აქტივების წმინდა ღირებულებამ 3.05 მლრდ ლარი შეადგინა. აქედან, საინვესტიციო საქმიანობის შედეგად მიღებული წმინდა ამონაგები 460 მილიონი ლარია. საპენსიო ფონდმა 2022 წლის მარტის თვიდან დაიწყო აშშ დოლარის შესყიდვა და 2023 წლის 31 იანვრის მდგომარეობით საინვესტიციო პორტფელის 19.1% განთავსებულია აშშ დოლარში, ხოლო 80.9% ლარში. საინვესტიციო პორტფელის დეტალური სურათი ასე გამოიყურება: 3.8% განთავსებულია მიმდინარე სარგებლიან ანგარიშებზე, 16.4% ადგილობრივ სახაზინო ობლიგაციებში, 10.6% აშშ-ის სახაზინო ობლიგაციებში, 7.4% გლობალურ აქციებში, 0.8% ევროობლიგაციებში, 0.1% ადგილობრივ კორპორაციულ ობლიგაციებში, ხოლო ადგილობრივ სადეპოზიტო სერტიფიკატებსა და ვადიან ანაბრებში 60.8% არის განთავსებული.
ასევე, 2023 წლის 13 თებერვლის მდგომარეობით მთლიანი საპენსიო აქტივების ღირებულება 3.09 მილიარდი ლარია. წმინდა ამონაგები, კი 479.5 მილიონ ლარს შეადგენს. საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 372 ათასი ადამიანია.
დღეისათვის, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა სხვადასხვა კატეგორიის 3,086 პირმა მათზე გაცემული თანხა კი 7,985,980.66 ლარს შეადგენს.