სავალუტო ფონდმა თავისივე პროგნოზი შეცვალა: რუსეთის ეკონომიკა 2023-2024 წლებშიც განაგრძობს ზრდას!

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) გამოაქვეყნა გლობალური ეკონომიკის მდგომარეობისა და ცალკეული ქვეყნების ეკონომიკის მდგომარეობის განახლებული პროგნოზი 2023-2024 წლებში. რუსეთისთვის პროგნოზი გაუმჯობესებულია, გამომდინარეობს დოკუმენტიდან. 2023 წელს ფონდი რუსეთის მშპ-ის ზრდას 0,3%-ით პროგნოზირებს (ოქტომბრის პროგნოზის მიხედვით, 2,3%-იანი კლება იყო მოსალოდნელი), ხოლო 2024 წელს – 2,1%-ით.

2022 წელს რუსეთის მშპ, სავალუტო ფონდის მონაცემებით, 2,2%-ით შემცირდა, თუმცა ოქტომბერში გაკეთებული პროგნოზის მიხედვით, გასულ წელს კლებას 3,4%-ისთვის უნდა მიეღწია.

მიმდინარე წელს ფონდი რუსეთის მშპ-ის ზრდას 0,3%-ით პროგნოზირებს (წინა პროგნოზის მიხედვით 2,3%-იანი კლება იყო მოსალოდნელი), ხოლო 2024 წელს რუსეთის ეკონომიკა უკვე 2,1%-ით გაიზრდება.

ამ მხრივ, რუსეთის მაჩვენებლები, მსოფლიოს სხვა წამყვან ეკონომიკებთან შედარებით, სავსებით წარმატებულად გამოიყურება.

ზოგადად, მსოფლიოში 2022 წელს ეკონომიკური ზრდა 3,4%-ის დონეზე იყო, წელს სავალუტო ფონდი მის კლებას 2,9%-მდე პროგნოზირებს, ხოლო 2024 წელს სუსტ ზრდას 3,1%-მდე. ფონდმა ოქტომბერთან შედარებით გააუმჯობესა ეს პროგნოზიც: გასული წლის შედეგები 0,2%-ით მეტი იყო. იგივე 0,2%-ით გაიზარდა 2023 წლის ახალი პროგნოზიც.

აშშ-ში ეკონომიკური ზრდა 2022 წელს 2%-ს შეადგენდა. სამომავლოდ სსფ ელოდება მაჩვენებლის შემცირებას: 2023 წელს 1,4%-მდე, 2024 წელს 1%-მდე. ჩინეთში მშპ-ის ზრდა გასულ წელს 3%-ს შეადგენდა, 2023 წელს მოსალოდნელია 5,2%-მდე გაზრდა. 2024 წელს ის 4,5%-მდე შენელდება. ინდოეთის ეკონომიკა 2022 წელს 6,8%-ით გაიზარდა. 2023 წელს მოსალოდნელია 6.1%-მდე შენელება, 2024 წელს მშპ 2022 წლის დონეს დაუბრუნდება.

 

forbes.ru