შალვა პაპუაშვილი: Credit Suisse-მა წელი ზარალით დაასრულა და მათი რეპუტაცია დაზიანებულია

ჩვენ ვიცით ის, რომ Credit Suisse-მა წელი ზარალით დაასრულა და ბევრი მიზეზის გამო მათი რეპუტაცია დაზიანებულია, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, Credit Suisse-ის განცხადება იმის თაობაზე, რომ ბანკმა უკრაინის ომის დაწყების შემდეგ 17,5 მილიარდის ფრანკის ოდენობის რუსული აქტივები გაყინა, არ შეიძლება ბიძინა ივანიშვილს ეხებოდეს.

მისივე თქმით, ის რაც ივანიშვილის წინააღმდეგ ხდება, აბსოლუტურად გაუგებარია.

“ჩვენ ვიცით ის, რომ Credit Suisse-მა წელი ზარალით დაასრულა და ბევრი მიზეზის გამო მათი რეპუტაცია დაზიანებულია. რაც შეეხება რუსეთის საკითხს, ომს და ბიძინა ივანიშვილის საკითხს, ვერ ვხვდები ეს ერთმანეთთან რა კავშირშია? საბაბად და მიზეზად ბევრმა შეიძლება რაღაც თქვას… არის აბსოლუტურად გაუგებარი წინააღმდეგობა, რასაც ჩვენ ვხედავთ – იყო რამდენიმე საქმე, რაც ივანიშვილისთვის წარმატებით დასრულდა და სასამართლომ დაადასტურა, რომ ბანკი არაკეთილსინდისიერად იქცეოდა. სხვა ამაზე მეტი რაღა უნდა ითქვას, რომ ბანკის მხრიდან არაკეთისინდისიერი ქცევა აშკარა იყოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.