შვეიცარულმა ბანკმა Credit Suisse-მა 19 მლრდ დოლარის (17,6 მლრდ ფრანკი) ღირებულების რუსული აქტივები გაყინა, რაც ბევრად მეტია შვეიცარიის ხელისუფლების მიერ მოსკოვის წინააღმდეგ სანქციების ხაზით დაბლოკილ ოდენობაზე, რომელიც 7,5 მლრდ ფრანკს აღწევს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემები Le Temps და Sonntags Zeitung ავრცელებენ.
გამოცემის ცნოიბით, მიუხედავად იმისა, რომ შვეიცარიის ხელისუფლებას 7,5 მლრდ ფრანკის რუსული აქტივები აქვს გაყინული, Credit Suisse-მა დაბლოკა 17,6 მლრდ ფრანკის აქტივები, რაც რეალურად არის ამ ქვეყანაში დეკლარირებული რუსული აქტივების მესამედი. აქედან მხოლოდ 4 მლრდ ეკუთვნით პირებს, რომლებიც შედიან შვეიცარიის სასანქციო სიაში. რაც შეეხება დანარჩენ 13,6 მილიარდს, აქ საუბარია პირებზე, რომლებიც მოხვდნენ სხვა სახელმწიფოების სანქციების ქვეშ, ასევე რუსეთის ცენტრალური ბანკისა და სახელმწიფოს აქტივებზე – წერენ Le Temps და Sonntags Zeitung.
როგორც მანამდე შვეიცარიის ეკონომიკის სახელმწიფო სეკრეტარიატმა SECO-მ გაავრცელა ინფორმაცია, ამ ქვეყანაში სანქციების ფარგლებში დაბლოკილია 7,5 მლრდ ფრანკის ღირებულების რუსული აქტივები, ასევე უძრავი ოქნების 15 ობიექტი.
შვეიცარიამ, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ არის, მხარი დაუჭირა ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების ცხრავე პაკეტს.