უცნობმა პაკისტანელმა თურქეთში მიწისძვრით გამოწვეული ტრაგედიის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი შესწირა

უცნობი ადამიანი აშშ-ში თურქეთის საელჩოში მივიდა და მიწისძვრის მსხვერპლთა დასახმარებლად 30 მილიონი დოლარი გაიღო. ამის შესახებ CNN-ი პაკისტანის პრემიერ-მინისტრ შეჰბაზ შარიფზე დაყრდნობით იტყობინება.

„ღრმად შეძრული ვარ უცნობი პაკისტანელის მაგალითით, რომელიც მივიდა აშშ-ში თურქეთის საელჩოში და 30 მილიონი დოლარი შესწირა“, – წერს შეჰბაზ შარიფი.

მისი განცხადებით, ქველმოქმედების ასეთი აქტები აძლევს კაცობრიობას საშუალებას, გადალახოს ერთი შეხედვით გადაულახავი სირთულეები.

ინფორმაცია თურქეთის სახელმწიფო მედიასაშუალებამ, სააგენტო Anadolu-მაც დაადასტურა.