ალუდა ღუდუშაური ევროპარლამენტის რეზოლუციებზე: ეს რეზოლუციები უფრო და უფრო კარგავს ავტორიტეტსა და ძალას

საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გიორგი ამილახვარი გამოეხმაურა ევროპარლამენტში წარდგენილ რეზოლუციის 5 პროექტს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხება.

დეპუტატი თვლის, რომ ეს ყველაფერი ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული, რომელიც საკუთარ ხალხს და ქვეყანას უდგას გვერდით.

„რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, ეს რეზოლუციები, შინაარსიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო კარგავს თავის ავტორიტეტს და ძალას, რაც ძალიან სამწუხაროა, რადგან სულ უფრო აცდენილი ხდება მისი შინაარსი ფაქტებსა და რეალობას. სრულიად აბსურდული ხდება ის კამპანია, რომელიც არის გაჩაღებული ბატონი ივანიშვილის წინააღმდეგ. ამის ერთადერთი მიზანი გახლავთ, ის, რომ ადამიანზე, რომელიც ქვეყნის და საკუთარი ხალხის გვერდში მდგომია, ორკესტრირებული შეტევა განხორციელდეს“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ევროპარლამენტში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ რეზოლუციას კენჭს 15 თებერვალს უყრიან. შესაბამისი ინფორმაცია ევროპარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. ევროპარლამენტში რეზოლუციის ხუთი ტექსტია წარდგენილი, რომელთაგან ორში ბიძინა ივანიშვილის შესახებაც არის საუბარი. ერთი ტექსტის ავტორია „ევროპის სახალხო პარტია“, მეორის კი – „ევროპული კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფი“.