გურამ მაჭარაშვილი: იმედია, ახალი ელჩი საქართველოში არსებულ რეალობას მიხვდება

იმედი გვაქვს, რომ აშშ-ის ახალი ელჩი საქართველოში არსებულ ახალ რეალობას მიხვდება, – აცხადებს „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი.

„ჩვენი პოლიტიკა არ შეიცვლება – არა მხოლოდ „ხალხის ძალის“, არამედ საქართველოს გადაწყვეტილებაა, რომ ჩვენ აშშ-სთან პარტნიორული ურთიერთობა გვინდა და არა ვასალური დამოკიდებულება. იმედი გვაქვს, ახალი ელჩი მიხვდება იმ ახალ რეალობას, რომელიც საქართველოშია და აქედან გამომდინარე ექნება ურთიერთობა საქართველოსთან და მის ხელისუფლებასთან“, – აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

თეთრი სახლის ინფორმაციით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინა.

ცნობისთვის, თეთრი სახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აპირებს, სენატში, საქართველოში აშშ-ს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე, კარიერული დიპლომატის, რობინ დანიგანის კანდიდატურა წარადგინოს.