ნატო განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას, დახმარებას და მომზადებას მომავალი წევრობისთვის. ნატოს გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში, სადაც თავდაცვის მინისტრების შეხვედრა იმართება, დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველო ღირებული პარტნიორია და ალიანსი თანამშრომლობას აღრმავებს.
„უკრაინაში ომიდან რა გაკვეთილიც მივიღეთ, პარტნიორებისთვის მხარდაჭერა აუცილებელია უფრო ადრე, ვიდრე გვიან. მნიშვნელოვანი იყო უკრაინის მხარდაჭერა შეჭრამდე, ასევე მნიშვნელოვანია სხვა პარტნიორების მხარდაჭერა, რომლებიც მოწყვლადები არიან რუსული შეჭრის და რუსეთიდან მომავალი საფრთხეების მიმართ. ამიტომ მოკავშირეები შეთანხდნენ, გააძლიერონ პარტნიორობა ისეთ პარტნიორებთან, როგორიცაა საქართველო. ახლა ჩვენ ვმუშაობთ, როგორ გავაძლიეროთ მხარდაჭერა კიბერ-კრიზის მენეჯმენტთან და უსაფრთხო კომუნიკაციებთან დაკავშირებით. ასე რომ, საჭიროებებზე მორგებული პარტნიორობა და საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა არის იმის ნაწილი, რასაც ვაკეთებთ ისეთ პარტნიორებთან, როგორიც საქართველოა“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.