ერთი პრინციპი, რომ გამჭვირვალობა იყოს ყველგან, რა თქმა უნდა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს, – ამის შესახებ საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
„რახან ზოგადად ოპოზიციას არა აქვს არგუმენტირებული პოზიციები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, აქვთ ზოგადი ასეთი ნარატივი – „რუსული ზეგავლენა“. გამჭვირვალობა არ არის რუსული ძლიერი მხარე პოლიტიკაშიც და არც საზოგადოებრივ საქმიანობაში. ეს ერთი. მეორწე – რამდენადაც ითქვა, არანაირი შეზღუდვა არავის არ ემუქრება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
„ხალხის ძალა“ საქართველოს პარლამენტში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აინიცირებს.