მოლდოვამ საჰაერო სივრცე დახურა

მოლდოვამ თავისი საჰაერო სივრცე დროებით დახურა, – ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული ავიაკომპანია Air Moldova „ფეისბუქზე“ წერს.

„ძვირფასო მგზავრებო, ამ წუთებში მოლდოვის რესპუბლიკის საჰაერო სივრცე დახურულია. ველოდებით ფრენების განახლებას“, – წერს ავიაკომპანია.

ამასთან, ზოგიერთი მედიასაშუალება ავრცელებს დაუდასტურებელ ინფორმაციას, რომ საჰაერო სივრცის დახურვა, სავარაუდოდ, უსაფრთხოებასთან დაკავშირებით არსებული შეშფოთების გამო მოხდა, რადგან კიშინიოვის აეროპორტის მახლობლად დრონების დიდი რაოდენობა შენიშნეს.