კადრები კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ არაფერი ისეთი არ ხდება, – მიხეილ სააკაშვილის კადრები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „გირჩის“ წევრმა სანდრო რაქვიაშვილმა შეაფასა.
„კადრების გარჩევას მგონი დიდი მნიშვნელობა არ აქვს იმიტომ, რომ თავისთავად ცხადია ისედაც და დიდი ხანი იყო ცხადი, რომ ბევრ შემთხვევაში ეს არის სიმულაცია და ისეთი სერიოზული არაფერი არ ხდება, რაც ხშირად გვესმის ხოლმე მისი მხარდამჭერების მხრიდან“, – განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.
„იმედის კვირას“ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის ამსახველი ექსკლუზიური კადრები მიაწოდეს, რომლებიც სხვადასხვა დროს, 2022 წელს არის გადაღებული.