აშშ-მა უყრაინისთვის 522 მილიონი დოლარის საბრძოლო მასალები შეუკვეთა

აშშ-ის მთავრობამ, უყრაინის არმიისთვის, 522 მილიონი დოლარის ოდენობის (486 მილიონი ევრო) საარტილერიო საბრძოლო მასალის წარმოების ბრძანება გასცა, ამის შესახებ აშშ-ს შეიარაღებული ძალების პრესსამსახური იუწყება.

როგორც აღნიშნულია, ეს ბრძანება გადაეცა თავდაცვის ორ კონცერნს: Northrop Grumman Systems და Global Military Products. ამ კონტრაქტის ფარგლებში წარმოებული საბრძოლო მასალის პირველი პარტია მარტში უნდა იქნეს მიწოდებული.

მანამდე, 13 თებერვალს, NATO-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, რომ უყრაინის არმია გაცილებით მეტ საბრძოლო მასალას მოიხმარს, ვიდრე ამჟამად დასავლეთი აწარმოებს. “უყრაინის არმიაში საბრძოლო მასალის მოხმარების ამჟამინდელი დონე ბევრად აღემატება ჩვენს წარმოების მაჩვენებელს. ეს ზეწოლას ახდენს ჩვენს თავდაცვის ინდუსტრიაზე. ამიტომ, ჩვენ უნდა გავზარდოთ წარმოება და ინვესტიცია ჩავდოთ საწარმოო შესაძლებლობებში”, – თქვა მან.

უსაფრთხოების ექსპერტმა ფრენკ ზაუერმა მიუნხენის ბუნდესვერის უნივერსიტეტიდან, DW-სთან ინტერვიუში ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში საბრძოლო მასალის დეფიციტს “ამჟამად მთავარ პრობლემად” მიიჩნევს.