ბათუმში, კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა

ბათუმში, ერთ-ერთ კორპუსში ლიფტის ჩავარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაშავდა. როგორც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ხუთი დაშავებულიდან სამი ბათუმის კლინიკებში არიან გადაყვანილი, ხოლო ორმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

„ერთი პაციენტი კლინიკა „ბრაზერში“, ხოლო ორი კი სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი. ხუთიდან ორი მოქალაქე თავს კარგად გრძნობს, კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადეს. საბედნიეროდ მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – აცხადებენ შესაბამის უწყებაში.

აღმაშენებლის ქუჩაზე ახალ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების თანამშრომლები არიან მობილიზებული.