ბათუმში საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა

ბათუმში, აღმაშენებლის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსში ლიფტი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით არიან დაშავებულებიც.

შემთხვევის ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სამაშველო ბრიგადები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები არიან მობილიზებული.