ეკა სეფაშვილი – მიხეილ სააკაშვილი არის აგენტი და მოქმედებს ქვეყნის ინტერესების საზიანოდ

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მიხეილ სააკაშვილი მხოლოდ პირად ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე ზრუნავდა, – ასე ეხმაურება „ხალხის ძალის“ წევრი, ეკა სეფაშვილი უყრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკოლაი მალომუჟის განცხადებას.

კერძოდ, საუბარია იმ განცხადებაზე, სადაც უყრაინის საგარეო დაზვერვის სამსახურის ყოფილი თავმჯდომარე ნიკოლაი მალომუჟი ამბობს: „სააკაშვილი და პოროშენკო განიხილებოდნენ დაზვერვის მომავალ თანამშრომლებად. მათთან მუშაობდნენ უყრაინული სპეცსამსახურები, რომლებიც შედიოდა კგბ-ში“.

სეფაშვილის თქმით, სააკაშვილის ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნება და საქართველოს განადგურებაა.

„უყრაინის დაზვერვის სამსახურის ყოფილი უფროსის განცხადება იმის კიდევ ერთი თვალსაჩინო დადასტურებაა, რასაც ჩვენ, „ხალხის ძალა“, დიდი ხანია, ვამბობთ. ეს ადამიანი, მიხეილ სააკაშვილი არის აგენტი და მოქმედებს საკუთარი ქვეყნის ინტერესების საზიანოდ. ყველაფერს აკეთებს, რათა მხოლოდ პირად ძალაუფლებასა და გამდიდრებაზე იზრუნოს. მისთვის სულერთია, კგბ-ს აგენტი იქნება, უყრაინის უშიშროების, თუ აშშ-ის უშიშროების სამსახურის. ისიც სულერთია, ვის მიერ გაცემულ დავალებებს შეასრულებს. მისი ერთადერთი სურვილი ძალაუფლების დაბრუნება და საქართველოს განადგურებაა“, – აცხადებს ეკა სეფაშვილი.