ელისო ბოლქვაძე საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, შერაზ გასრის შეხვდა

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს, შერაზ გასრის შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.

„ვისაუბრეთ ორი ქვეყნის საპარლამენტთაშორისო ურთიერთობების გაღრმავებასა და თანამშრომლობაზე კულტურის დიპლომატიის ფარგლებში. ელჩმა საქართველოსა და საფრანგეთის თანამშრომლობის გაღრმავებისთვის მზადყოფნა გამოთქვა“, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.