ჰელსინკიში პარმეზანს ისე ხშირად იპარავენ, რომ მაღაზიის თაროებზე აღარ დებენ

ამის შესახებ ფინეთის საზოგადოებრივი მაუწყებლის პორტალი იუწყება

სუპერმარკეტ Lidl-ის ყველის თაროზე პარმეზანის კალათა ცარიელია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველი აღარაა. ფასების მაჩვენებლებთან ერთად განთავსებული წარწერა იუწყება, რომ მისი შეძენის მსურველმა მაღაზიის პერსონალს უნდა მიმართოს.

თაროებიდან პარმეზანის გაქრობის და საცავში გადატანის მიზეზი მაღაზიის ქურდების მიერ მისადმი განსაკუთრებული ინტერესია.

დედაქალაქის ექვსი მაღაზიის რეგიონალურ მენეჯერ პირჯო კორპილამიმის თქმით, ეს ფენომენი ახალი არ არის და უკვე რამდენიმე წელია ასე იქცევიან. ყველი პარმეზანი შორს არის ერთ-ერთი იმ პროდუქტთაგანი, რომლითაც მაღაზიის მძარცველები არიან დაინტერესებულნი.

იპარავენ აგრეთვე სხვა ვიტამინებს, თხილს, ხორცის და თევზის პროდუქტებს, ალკოჰოლს და კილოგრამამდე წონის ყველა სხვა პროდუქტს.

კორპილამიმის თქმით, ქურდობის შედეგად მიყენებული ზარალი მაღაზიებისთვის ფინანსურად მნიშვნელოვანი ხარჯია, ამიტომ ამ საკითხს სერიოზულად ეკიდებიან ქურდობის შემთხვევების შესამცირებლად სხვადასხვა ხერხს მიმართავენ.

დანაშაულის გამოძიების საკითხებში ჰელსინკის პოლიციის კომისრის თქმით, ჰელსინკიში ყოველწლიურად მაღაზიიდან ქურდობის დაახლოებით 10 000 შემთხვევა ფიქსირდება.

პოლიციის სტატისტიკა აბსოლუტური დარწმუნებით არ გამოყოფს ცალკეულ პროდუქტებს, რომლებსაც მაღაზიის მძარცველები ანიჭებენ უპირატესობას. ძალიან ხშირად ეს დაკავშირებულია ერთდროულად სხვა საკვების და ალკოჰოლის ქურდობასთან, ყველი ამ ჯგუფის მხოლოდ ერთ-ერთი პროდუქტია და ქურდობის დაახლოებით 200 შემთხვევა მეტ-ნაკლებად  არის მასთან კავშირში. წლების მანძილზე ინარჩუნებს ადგილს ქურდების საყვარელი პროდუქტების ჩამონათვალში რვაფეხას საცეცები. გარდა ამისა, ხშირია ხსნადი ყავის, საპარსების პირების და ბოლო დროს, ელექტრო კბილის ჯაგრისის თავების და ვიტამინების ქურდობის შემთხვევები, ამბობს კორკალაინენი.

მისივე თქმით, მოპარულ პროდუქციას ძირითადად თავად ქურდები იყენებენ. იმ შემთხვევაში, როდესაც ერთი და იგივე პროდუქტი დიდი რაოდენობით არის მოპარული, პოლიციის წინაშე დგება კითხვა გადაეცემა თუ არა საქონელი ვინმეს ხელახლა გაყიდვის მიზნით, თუმცა სისტემატური გადაყიდვის ფაქტებს პოლიცია არ ფლობს.