საქართველომ რუსულ კომპანია Inter Rao-სთან 76 მილიონ დოლარიანი საარბიტრაჟო დავა წააგო, რომელიც 2017 წლის შემდეგ მსოფლიო ბანკთან არსებულ საერთაშორისო საინვესტიციო დავების მოგვარების ცენტრში მიმდინარეობდა.
Inter Rao საქართველოს საინვესტიციო შეთანხმებისა და საინვესტიციო მემორანდუმის პირობების დარღვევაში ადანაშაულებდა.
რუსული კომპანიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ სატარიფო ხარვეზების გამო, მათ მრავალმილიონიანი ზარალი მიადგათ.
ცნობისთვის, Inter Rao კომპანია თელასის 75%-ს ფლობს. გარდა ამისა, საქართველოში არსებული ორი ჰიდროელექტროსადგური, „ხრამჰესი 1“ და „ხრამჰესი“ ორი მისი შვილობილი კომპანიის, Gardabani Holdings B.V-ის მფლობელობაშია.
რუსულ კომპანიასა და საქართველოს მთავრობას შორის მემორანდუმი 2011 წლის 31 მარტს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც Inter Rao-ს გარანტია ეძლეოდა, რომ საქართველოში დენის ტარიფი არ შემცირდებოდა.