თბილისის საქალაქო სასამართლომ 7 ნოემბრის საქმეზე ზურაბ ადეიშვილისა და დავით კეზერაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში დატოვა.
პროცესზე დაცვის მხარე აღკვეთი ღონისძიების გაუქმებას, ხოლო პროკურატურა პატიმრობის ძალაში დატოვებას ითხოვდა.
ზურაბ ადეიშვილს და დავით კეზერაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად აქვთ შეფარდებული. საქმის განხილვა 22 მარტამდე გადაიდო.
შეგახსენებთ, 7 ნოემბრის აქციის დარბევის, „ტელეიმედში“ შეჭრისა და მთაწმინდის პარკის ჩამორთმევის საქმეზე უფლებამოსილების გადამეტების ბრალდება წარდგენილი აქვთ მიხეილ სააკაშვილს, დავით კეზერაშვილს, ზურაბ ადეიშვილს, გიგი უგულავასა და ვანო მერაბიშვილს.