თეა წულუკიანი: დღეიდან ვინმე ქეთა გაბიანი სისხლის სამართლის დამნაშავეა

ეს გახლავთ შარშან, თებერვალში მიღებული მკვლელობის მუქარა, რომელიც ავტორმა მოგვიანებით წაშალა.
მოცემული არსება, ვინმე ქეთევან გაბიანი (აწ უკვე ხაბიანი), რომელიც სასამართლო დარბაზში ვნახე პირველად, დღეს გამოცხადებული, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის თანახმად: ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით. – ამის შესახებ კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელში წერს.

“დღეიდან იგი სისხლის სამართლის დამნაშავეა და არა – ნაცური კეთილშობილების დედამიწაზე დამკვიდრებისათვის მებრძოლი ენჯეო-ამორძალი.
ეს მნიშვნელოვანი სასამართლო პრეცედენტია!
მადლობას ვუხდი ჩემს ადვოკატს, ბატონ მალხაზ სალაყაიას!” – წერს თეა წულუკიანი.

ცნობისთვის, საქართველოს სპორტისა და კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერის ქეთა გაბიანის წინააღმდეგ სამართლებრივ პროცედურები დაიწყო. – “ვისაც ასეთების ხალისუფლებაში ყოფნა გენატრებათ, ვეღარ ნახავთ”  საქმე ეხება სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს.

2022 წლის 10 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში ქეთა გაბიანმა ჟურნალისტებთან განაცხადა: ძალიან უზრდელური პოსტი იყო და წავშალე – მე ვუთხარი თეა წულუკიანს, რომ ასეთი ფორმით მიმართვა ჩემთვისაც უსიამოვნო იყო