გუშინ მორიგი ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა „ტვ პირველმა“. ნახეს ზღვაში მოტივტივე რაღაც საგანი (მალევე დადგინდა, რომ ეს იყო ხის მორი ) და ისე, რომ არ დალოდებიან ოფიციალური უწყებების პასუხს, პანიკის დათესვის მიზნით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მორიგი ასაფეთქებელი ნაღმი „აღმოაჩინეს ზღვაში“ – წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე.
მისი თქმით, არც „ტვ პირველის“ „ნაღმად გაფორმებული“ საგანი აღმოჩნდა სახიფათო და შსს-მაც ძალიან მყისიერად მოახდინა რეაგირება.
როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, უსამშობლო ხალხს ერთი მიზანი აქვთ, პანიკის დათესვა და ქვეყანაში მძიმე ფონის წარმოჩენა.
„გუშინ მორიგი ამაზრზენი საქციელი ჩაიდინა „ტვ პირველმა“. ამბის მოგიყვებით მოკლედ – ნახეს ზღვაში მოტივტივე რაღაც საგანი (მალევე დადგინდა, რომ ეს იყო ხის მორი ) და ისე, რომ არ დალოდებიან ოფიციალური უწყებების პასუხს, პანიკის დათესვის მიზნით გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს მორიგი ასაფეთქებელი ნაღმი “აღმოაჩინეს ზღვაში”.
მადლობა ღმერთს, რომ არც ტვ პირველის “ნაღმად გაფორმებული” საგანი აღმოჩნდა სახიფათო და შსს-მაც ძალიან მყისიერად მოახდინა რეაგირება და ინფორმაციაც გაავრცელა, მაგრამ ამ უსამშობლო ხალხს რა ეშველება, ერთი მიზანი რომ აქვთ ცხოვრებაში, პანიკის დათესვა და ქვეყანაში მძიმე ფონის წარმოჩენა?
პასუხი მარტივია – არც არაფერი…“ – წერს ქადაგიძე Facebook-ზე.