ალექსანდრე რაქვიაშვილი: გიორგი მარგველაშვილზე ისტორიის წიგნში ჩაწერენ, ასეთი პრეზიდენტი იყო და მეტს ვერაფერს მიაწერენ, თუ რა გააკეთა.

მეც არ მომწონს „ქართული ოცნება“, მთავრობა და ბევრი რაღაც შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს და ის არ უნდა დავარღვიოთ, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, დეპუტატმა ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა, რითაც სამხედროებთან დაკავშირებით ექსპრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„მარგველაშვილი ისეთი პრეზიდენტი იყო, რომ ისტორიის წიგნში ჩაწერენ, ასეთი პრეზიდენტი იყო და მეტს ვერაფერს მიაწერენ, თუ რა გააკეთა. ეტყობა, უნდა, რომ ყურადღება მიიქციოს. მეც არ მომწონს „ქართული ოცნება“, მთავრობა და ბევრი რაღაც შეიძლება არ მომწონდეს, მაგრამ რაღაც ზღვარი არსებობს და ის არ უნდა დავარღვიოთ“, – აცხადებს რაქვიაშვილი.

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას რეალური ჰგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს.