რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი აფხაზეთის პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან შეხვედრას არ გეგმავს.
შესაბამისი განცხადება კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ვლადიმირ პუტინის განრიგში აფხაზეთის პრეზიდენტთან შეხვედრა არ შედის“, – აღნიშნა პესკოვმა.
შეგახსენებთ, აფხაზეთის პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში იმყოფება. ბჟანიას პრესსამსახურის ინფორმაციით, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.