ერთდღიანი გაფიცვის გამო „Lufthansa”-ს პარასკევს არანაკლებ 1200 რეისის გადადება მოუწევს

ჰაკერული თავდასხმების შედეგად მართვის სისტემის მწყობრიდან გამოსვლით შექმნილი პრობლემის მოგვარებისთანავე „Lufthansa” ახალი პრობლემის წინაშე დადგა. სხვადასხვა სერვისის მუშაკთა გაერთიანებულმა პროფკავშირმა Verdi-მ პარასკევისთვის ერთდღიანი გაფიცვა გამოაცხადა.

რეგულარული სამგზავრო ფრენები შეჩერდება არა მხოლოდ ფრანკფურტში, არამედ მიუნხენის, შტუტგარტის, ჰამბურგის, დორტმუნდის, ჰანოვერის და ბრემენის აეროპორტებშიც. პროფკავშირი ხელფასების შესახებ კოლექტიური მოლაპარაკებასთან დაკავშირებული დავის პროცესში თავის მოქმედებებს ავრცელებს ფედერალური და ადგილობრივი ავიაციის  სამსახურებზე. ოთხშაბათს ზოგან ნაგვის შეგროვება არ მომხდარა, არ მუშაობდა ადმინისტრაციული პერსონალი, დაკეტილი იყო  საბავშვო ბაღები.

გერმანიის საავიაციო ინდუსტრიის ფედერალურმა ასოციაციამ (BDL) გააკრიტიკა გარდაუვალი გაფიცვის მასშტაბები. „პარასკევს გამოცხადებულ ეროვნულ გაფიცვებს გერმანიის რამდენიმე აეროპორტში არაფერი აქვს საერთო გამაფრთხილებელ გაფიცვებთან“, – თქვა BDL-ის პრეზიდენტმა იოსტ ლამერსმა. ამაში Verdi მთლიანად კვეთს ზღვარს. აეროპორტების ასოციაცია ADV-ის შეფასებით, გაფიცვის შედეგად 295 000-ზე მეტი მგზავრი დაზარალდება.

ერთდღიანი გაფიცვის გამო „Lufthansa”-ს პარასკევს არანაკლებ 1200 რეისის გადადება მოუწევს.