გიული ალასანია: ფაქტია, რომ აფასებენ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში შეიტანა

ფაქტია, რომ აფასებენ წვლილს, რომელიც ჩემმა შვილმა საქართველოს ევროპასთან დაახლოებაში შეიტანა, – ასე აფასებს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანას და ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს.

მისი თქმით, ნელნელა ყველაფერი დალაგდება, თუმცა, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

“ძალიან მადლობელი ვარ გუშინდელის, ყველა იმ ადამიანის, ვინც მიიღო მონაწილეობა რეზოლუციის მიღებაში, ძალიან კარგი ფაქტია, კარგია, რომ აფასებენ ამ წვლილს, რომელმაც ჩემმა შვილმა შეიტანა საქართველოს დაახლოებაში ევროპასთან, ძალიან ბევრი რამეა გაკეთებული მოგეხსენებათ, და კარგია, რომ ეს ადამიანები უფასებენ ამას. ყველაფერი, ნე-ნელა დალაგდება მე ვფიქრობ, უკრაინა გაიმარჯვებს, შეიქმნება სრულიად ახალი წესრიგი უსაფრთხოების მსოფლიოში, იმედია, ერთადერთი ის არის, რამდენად ჩემი შვილი მოესწრება ამას ყველაფერს იმდენად სუსტია მისი ჯანმრთელობა” – განაცხადა გიული ალასანიამ.