ირაკლი ჩიქოვანი მარგველაშვილის განცხადებაზე: ასეთი დამოკიდებულების გამჟღავნება საკუთარი შეიარაღებული ძალების მიმართ სამარცხვინოა

იყო ქვეყნის მთავარსარდალი არ არის პრივილეგია – ეს არის უდიდესი ვალდებულება, მაშინ როდესაც ხარ მთავარსარდალი და მაშინ, როცა უკვე აღარ ხარ, – ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა გიორგი მარგველაშვილის განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

„ასეთი დამოკიდებულების გამჟღავნება საკუთარი შეიარაღებული ძალების მიმართ სამარცხვინოა. მე წლები გავატარე თავადაცვის სისტემაში, კარგად ვიცნობ ოფიცრებს, რომლებიც წლებია აშენებენ ჩვენს შეირაღებულ ძალებს. ვიცნობ იმ ადამიანებს, რომლებმაც გამოიარეს ყველა ბრძოლა და ისინი არიან პატრიოტები. მათი შეურაცხყოფა აბსოლუტურად მიუღებელი და ყველას მხრიდან დასაგმობი“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, მას რეალური ჰგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს.