ირაკლი ჩიქოვანი: მიხეილ სააკაშვილი ზუსტად რევანშის მიზნით იყო შემოპარული

მიხეილ სააკაშვილი ზუსტად ამ რევანშის მიზნით იყო შემოპარული საქართველოში და ყველას კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, რომ ის რევოლუციას აწყობდა ამ ქვეყანაში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ჩიქოვანმა „ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, კანონის უზენაესობა არის ის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც არის აუცილებელი და უმნიშვნელოვანესი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოსთვის.

„ის პროცესები, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარეობს, კარგად გვაჩვენებს, რომ მათ არანაირი გაკვეთილი არ უსწავლიათ იმ დანაშაულების ფონზე, რომელიც ჩაიდინა მმართველობის პერიოდში. ისევ იგივე ადამიანები, იგივე სახეები არიან და იგივე ადამიანები იქნებიან ხელისუფლებაში რომ დაბრუნდნენ. მიხეილ სააკაშვილი ზუსტად რევანშის მიზნით იყო შემოპარული საქართველოში და ყველას კარგად გვახსოვს მისი განცხადებები, რომ ის რევოლუციას აწყობდა ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.