სააკაშვილი დღეს ციხეში ყოფილა, თურმე ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო. ვინ ეხვეწებოდა სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზე განუცხადა.
„გამომდინარე იქიდან, რომ აბსურდულია თავისი შინაარსით რეზოლუციის შესაბამისი ჩანაწერი, მას ჩვენთვის არავითარი ფასი არ აქვს. მას აქვს აბსოლუტურად ნულოვანი ფასი. რაც უფრო მეტი დრო გადის, მით უფრო აბსურდული ხდება ეს რეზოლუციები. მაგალითად, აქ საუბარია იმაზე, რომ სააკაშვილი დღეს ციხეში ყოფილა, თურმე ბიძინა ივანიშვილის შურისძიების გამო. ვინ ეხვეწებოდა ახლა, სააკაშვილს საქართველოში ჩამოსვლას. როგორც თვითონ ამბობს, ეს ყველაფერი დაიგეგმა ვიღაცის აგენტების მიერ. აბსურდული როდესაც არის რეზოლუცია, მისი კომენტირებაც კი რეალურად არ ღირს“, – განაცხადა კობახიძემ.
ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო, რომელსაც მხარი 577 დეპუტატმა დაუჭირა, 33 მოწინააღმდეგე იყო, ხოლო 26-მა კი თავი შეიკავა.