ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი ელი კოენი კიევში ჩავიდა, ეს ომის დაწყებიდან ისრაელის მაღალი თანამდებობის პირის პირველი ვიზიტია უყრაინაში.
როგორც მინისტრმა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ დაწერა, კიევში ის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის და საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრი კულებას შეხვდება. ასევე მონაწილეობას მიიღებს კიევში ისრაელის საელჩოს გახსნაში, რომელიც სრულფასოვან საქმიანობას აღადგენს.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი გეგმავს ბუჩასა და ბაბი იარში ჩასვლას.
მისი თქმით, ის კიევში ჩავიდა, აჩვენოს, რომ ისრაელი მხარს უჭერს უყრაინას და უყრაინელ ხალხს რთულ პერიოდში.