ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა პოლონეთში მარკ ბჟეზინსკიმ თეთრი სახლის ლიდერის ჯო ბაიდენის მიერ პოლონეთში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ დამატებით დეტალზე ისაუბრა.
როგორც ცნობილია, ჯო ბაიდენის ვიზიტი პოლონეთში დაგეგმილია უკრაინაზე რუსეთის სრულ მასშტაბიანი თავდასხმის წლისთავთან დაკავშირებით.
ელჩმა თქვა, რომ ბაიდენი ვარშავაში 20 თებერვლის საღამოს ეწვევა. ბაიდენი ვარშავაში 21 თებერვალს ადგილობრივი დროით 17:30 საათზე გამოვა.
„ეს არის ისტორიული მოვლენა – არასდროს ყოფილა აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთში ორჯერ ერთი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა ელჩმა.