სამწუხაროდ მტერი ძალიან მოგვიმრავლდა, არც არასოდეს გვაკლდა. ამიტომ რაღაც გამოსავალი უნდა გამოვნახოთ…მტრობის მიზეზი სულ ორი რამ გახლავთ: 1. დამნაშავე, მკვლელი სააკაშვილის გათავისუფლება და 2. ბიძინა ივანიშვილმა ომზე უარი რომ სთქვა.
დარწმუმებული ვარ, ქალბატონი დეგნანის და ბატონი ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დროს გაკვრით მაინც, თუ პირდაპირ არა, ომში ჩართვაზე იქნებოდა ლაპარაკი, რა დროსაც ბატონმა ბიძინამ პირში ჩალაგამოვლებული დატოვა ჩვენი ა.შ.შ -ს ელჩი ქალბატონი დეგნანი.
ეხლა უკვე ევროპარლამენტარები წვალობენ ერთბაშად ორი რეზოლუციის მიღებას. სრული სანქციები ბ-ნ ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა რომელიმე მესამე სახელმწიფოში სამკურნალოდ.
ჩვენ თუ ხელები გულზე დავიკრიფეთ და არაფერი გავაკეთეთ,. დასავლელი პარტნიორები, არა ყველა, რაღა თქმა უნდა, თავისას მიაღწევენ და მერე გვიანღა იქნება.
დღეს ა.შ.შ. სრულად თუ არა, ნაწილობრივ მაინც აკონტროლებს ევროპასა და ევროპარლამენტს. ამიტომ, ომში რომ გაგხვიონ ,ჩვენი ე.წ ძმები ყველაფერზე წავლენ და მართლაც მიიღებენ ჩვენს საწინააღმეგო რეზოლუციებს და ზევიდან ომშიც ჩაგვითრევენ, რაც ძალიან დააზიანებს ქვეყანას და ქართულ საზოგადოებას.
ვფიქრობ, მალე მოვა დრო, როცა უნდა შევახსენოთ ან დავანახოთ ჩვენს მეგობრებს, რომ ომი არ გვინდა, ომში არ ჩავერთვებით და ( არა ომს და სისხლს).
გამოვიდეთ ქუჩაში და მონა, მოქრთამულ, ყოფილ კომუნისტ ევროპალამენტარებს დავანახოთ რამდენი ვართ, რომ ამ საკითხებში ხელისუფლებას ვუჭერთ მხარს.
პენიტენციური სისტემის ჯურღმულები 360.000 ადამიანმა გამოიარა სააკაშვილის რეჟიმის დროს. ლალი მოროშკინასი არ იყოს , ეს ციფრი სულ ცოტა სამზე უნდა გავამრავლოთ..კარგა ბლომად ხალხი მოვიყრით თავს! და კიდევ ერთი მიზეზი, ქუჩაში გამოსვლის გახლავთ დამნაშავე, მკვლელი სააკაშვილის პატიმრობაში დატოვება!
ქუჩაში გამოსვლის სულ ორი მიზეზია და ორივე აბსოლუტურად ლეგიტიმური და სამართლიანი.
ლაშა ამირეჯიბი, პუბლიცისტი; სოციალური ქსელი