სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა

სლოვაკეთის პარლამენტმა რუსეთის რეჟიმი ტერორისტულად, ხოლო რუსეთი ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარა. ინფორმაციას ამის შესახებ სლოვაკური გამოცემა Aktuality ავრცელებს.

ხუთშაბათს მიღებულ რეზოლუციაში სლოვაკმა დეპუტატებმა დაგმეს რუსეთ-უყრაინის ომი.

რეზოლუცია ამჟამინდელ რუსულ რეჟიმს ტერორისტულს უწოდებს, ხოლო რუსეთის ფედერაციას ტერორიზმის სპონსორ სახელმწიფოდ აღიარებს.

დეპუტატებმა ასევე რუსეთის ბირთვული იარაღის გამოყენების პირდაპირი თუ ირიბი “მუქარები” დაგმეს. რეზოლუცია არ აღიარებს  დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ჩატარებულ რეფერენდუმებს და მათ შედეგებს და აღნიშნავს, რომ ეს ტერიტორიები უყრაინის ნაწილია.

აღნიშნულ რეზოლუციას 78-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 12 წინააღმდეგ წავიდა, 7-ს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, ხოლო 23-მა თავი შეიკავა.