სოზარ სუბარი ევროპარლამენტში კორუფციულ სკანდალზე – ასე თუ გაგრძელდება, მალე რეზოლუციებისთვის ხმის მიმცემი არავინ დარჩება

მოძრაობა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი სოზარ სუბარი გამოცემა „პოლიტიკოს“ სტატიას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი გაფართოვდა.

„ასე თუ გაგრძელდება, მალე ევროპარლამენტში რეზოლუციებისთვის ხმის მიმცემი არავინ დარჩება“,- წერს სუბარი „ფეისბუქში“.

გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, რომ ევროპარლამენტში კორუფციული სკანდალი გაფართოვდა. გამოცემის ცნობით, ევროპარლამენტარის, ანდრეა კოცოლინოს დაკავების ორდერში კიდევ ორი დეპუტატის სახელი ფიგურირებს.