ილუზია, რომ ევროკავშირი რაღაც რეზოლუციას მიიღებს ან ევროპარლამენტში რაღაცას იტყვიან და ესენი აქ ანგარიშს გაუწევენ, აღარ მაქვს, – ამის შესახებ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.
ჯაფარიძის განცხადებით, „ქართული ოცნება“ არ გაითვალისწინებს ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.
„არ მჯერა, რომ ამ რეზოლუციებს რაიმე წნეხის გავლენა შეიძლება, ჰქონდეს „ქართულ ოცნებაზე“, მათ ეს ზღვარი გადალახული აქვთ. დიდი ხანია, რაც გადალახეს ეს ზღვარი. მნიშვნელოვანი ზღვარი იყო, როდესაც შარლ მიშელის მედიაციით შექმნილი დოკუმენტი გადაგვახიეს თავზე, მათ შორის ევროკავშირს და ამერიკასაც. ამის შემდეგ ის ილუზია, რომ ევროკავშირი რაღაც რეზოლუციას მიიღებს ან ევროპარლამენტში რაღაცას იტყვიან და ესენი აქ ანგარიშს გაუწევენ, აღარ მაქვს. ამათ ფეხზე ჰკიდიათ დასავლეთიდან წამოსული კრიტიკა, რეკომენდაციები იმასთან დაკავშირებით თუ როგორი უნდა იყოს ქვეყანა. ამას ყიდიან, როგორც დაპირისპირებას არა რუსეთსა და დასავლეთს შორის ანუ არჩევანს, არამედ არცევანს, როგორც მშვიდობასა და ომს შორის, აშტერებენ ხალხს. ამიტომ, არ მჯერა, რომ რაიმე გავლენა ექნება“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
ევროპარლამენტმა 15 თებერვალს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო.