გორში, მოქალაქეებს დისტანციურ თანამშრომლობას მუნიციპალური ა(ა)იპებიც შესთავაზებენ.
გორის მერიის ინფორმაციით, ორგანიზაციების თანამშრომლებს შესაბამისი ტრენინგები უკვე უტარდებათ.
„საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონული პლატფორმა, რომლის მიზანიც მოქალაქეებისთვის ხარისხიანი, ოპერატიული და კომფორტული მომსახურების მიწოდებაა, მოცემულ ეტაპზე მუნიციპალური ორგანიზაციების მხოლოდ ნაწილში დაინერგება.
დოკუმენტბრუნვის ერთიან ელექტრონულ სისტემაში ეტაპობრივად ჩაერთვებიან გორის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სხვა ა(ა)იპებიც.
გორის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელს გიორგი მარგებაძესა და ორგანიზაციის ანალიტიკოსს ლაშა ბერუაშვილს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ელექტრონული მმართველობის სისტემის უპირატესობების შესახებ და სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.
საქმისწარმოების ერთიანი ელექტრონულ სისტემა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპ კეთილმოწყობის სააგენტოში 2020 წელს დაინერგა“,- ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.