„შეერთებული შტატები ყირიმს უკრაინის ტერიტორიად მიიჩნევს, რომელიც რუსეთმა უზარმაზარ სამხედრო ბაზად აქცია და არ ეწინააღმდეგება კიევის გადაწყვეტილებას ნახევარკუნძულზე რუსეთის სამხედრო ობიექტებზე თავდასხმის შესახებ,“ – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა კარნეგის ფონდის მიერ ორგანიზებულ ონლაინ დისკუსიაზე განაცხადა.
„წინასწარ არ ვაფასებ, სად გადაწყვეტენ უკრაინელები ბრძოლას ან რა გადაწყვეტილებას მიიღებენ ყირიმთან დაკავშირებით მოკლევადიან, საშუალოვადიან თუ გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგრამ ჩვენ ვაღიარებთ, რომ ყირიმი არის უკრაინა“, – განაცხადა ნულანდმა.
ამიტომ, მისი თქმით, ყირიმში რუსეთის ფედერაციის სამხედრო ბაზები შეიარაღებული ძალების ლეგიტიმურ სამიზნედ უნდა ჩაითვალოს.
ამასთან, ნულანდმა აღნიშნა, რომ უკრაინა ვერ იქნება უსაფრთხოდ თუკი თუ ყირიმი დემილიტარიზებული არ იქნება.