აფხაზური მედიის ცნობით, დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში გაემგზავრა, სადაც ოფიციალური ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრებს გამართავს.
თუმცა პუტინის ადმინისტრაციის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა მედიასთან საუბარში განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტის გრაფიკში არ არის გაწერილი ასლან ბჟანიასთან შეხვედრა.
მოსკოვში სამუშაო ვიზიტით აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბაც გაემგზავრა.
ამასთან, 17 თებერვალს მოსკოვში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტიც იგეგმება.
ამ ეტაპზე არ არსებობს ოფიციალური ცნობა იმის შესახებ, იგეგმება თუ არა რაიმე ტიპის შეხვედრა აფხაზურ, ოსურ, რუსულ და ბელარუსის მხარეებს შორის. აღნიშნული ფორმატით მხარეთა შესაძლო შეხვედრაზე ინფორმაცია მედიაში გავრცელდა.