დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით ბენეფიციარები რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიზნით ორგანიზაცია “მაკ ჯორჯიას“ მოხალისეობრივ პროექტებში ჩაერთვებიან.
როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სააგენტო ორგანიზაციაში სამიზნე ჯგუფის წევრებს მოხალისეობრივი საქმიანობის შესასრულებლად გადაამისამართებს. ამასთან ერთად, საერთო აქტივობები დაიგეგმება.
„ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ორგანიზაცია “მაკ ჯორჯია“- ს დირექტორმა ჯერემი ჯეიმს გასკილმა მოაწერეს ხელი. პროექტი საზოგადოებაში მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სააგენტოს სამიზნე ჯგუფის წევრების მხარდაჭერას ისახავს მიზნად“, – ნათქვამია ინფორმაციაში.