თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 38 044-ს მიაღწია

თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 38 044-ს მიაღწია. თურქული მედიის ინფორმაციით, სტიქის ზონაში ამჟამად 264 389 ადამიანი მუშაობს.

მიწისძვრის შედეგად დაზარალებული თურქეთის ათი პროვინციიდან ევაკუირებულია 38 044 ადამიანი.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ამჟამად 67 ქვეყნის 5 753 უცხოელი პერსონალი მუშაობს.

სამაშველო ჯგუფების გარდა, დაზარალებულ რაიონებში ასევე გაიგზავნა საბნები, კარვები, საკვები და ფსიქოლოგიური მხარდაჭერის ჯგუფები, 12 600-ზე მეტი მანქანა, მათ შორის ექსკავატორები, ტრაქტორები და ბულდოზერები.