აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა განაცხადა, რომ აშშ მიიჩნევს, რომ ყირიმი, სულ მცირე, დემილიტარიზებული უნდა იყოს.
„რაც არ უნდა გადაწყვიტონ უყრაინელებმა ყირიმთან დაკავშირებით, თუ სად აირჩევენ ბრძოლას და ასე შემდეგ, უყრაინა უსაფრთხოდ არ იქნება, თუ ყირიმი არ იქნება დემილიტარიზებული“, – აღნიშნა სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა.
ომში ესკალაციის საშიშროების შესახებ კითხვაზე, ნულანდმა უპასუხა, რომ რუსეთს კონფლიქტისთვის გადამწყვეტი სამხედრო დანადგარები აქვს [ყირიმში].
„ეს არის ლეგიტიმური სამიზნეები, უყრაინა ურტყამს მათ და ჩვენ მხარს ვუჭერთ ამას“, – განაცხადა ნულანდმა.