ჩვენი, ყველას ყურადღება მიმართულია უყრაინისკენ და რა თქმა უნდა, უნდა დავეხმაროთ მათ, მაგრამ ნუ დავივიწყებთ მოლდოვას, საქართველოსა და სხვა მეზობელ ქვეყნებს, – ამის შესახებ დანიის პრემიერ-მინისტრმა, მეტე ფრედერიქსენმა მიუნხენში მიმდინარე პანელურ დისკუსიაზე „ალიანსის მიღმა – პარტნიორობა ევროპული უსაფრთხოებისთვის“ განაცხადა.
„როდესაც მეკითხებით, რა უნდა ვქნათ მომავალში, მეტი უნდა დავხარჯოთ ჩვენს თავდაცვისუნარიანობაზე. ეს არის პირველი, რაც უნდა გავაკეთოთ. სადამდეც შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ უყრაინას, იარაღით, მოდერნიზაციით და ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ სწრაფად. ასევე უნდა ვიმუშაოთ ერთიანად, უნდა ავაშენოთ ძლიერი პარტნიორობა“, – განაცხადა დანიის პრემიერ-მინისტრმა.