„გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი, მას პარტიაზე საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა“, – ამის შესახებ „პალიტრას“ ეთერში თავდაცვის ექსმინისტრმა და არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარემ თინა ხიდაშელმა განაცხადა.
ხიდაშელის თქმით, გახარიას დღევანდელი განცხადება მისასალმებელია.
„გახარია გახდა მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა, ის იყო გუნდის ლიდერი. მართლა იყო გუნდის ლიდერი. გახარია არ ყოფილა ფორმალური პრემიერი. ის იყო თავისთავად პოლიტიკური ფიგურა და მას საკმაოდ დიდი გავლენა ჰქონდა პარტიაზე.
სამწუხაროდ, სწორედ მისი დამსახურებაა იმ კაცის შემობრუნება ქართულ პოლიტიკაში, რომელიც სწორედ იმ ნაბიჯებს დგამს და იმ კატასტროფისკენ მიგვაქანებს, რასაც ევროპისგან დისტანცირება და რუსულ სამყაროსთან ჩახუტება ჰქვია“, – აღნიშნავს თინა ხიდაშელი.