თურქეთში, მიწისძვრიდან 296 საათის შემდეგ, ბინის ნანგრევებიდან გამოიყვანეს 3 ადამიანი

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო cnnturk ავრცელებს.

მიწისძვრის მე-13 დღესა და 296-ე საათზე ჰათაის ცენტრში, გენელ სუკრუ კანატლის რაიონში, კანატლის ბინის ნანგრევებიდან 3 ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი ბავშვი, – წერს cnnturk.

ინტენსიური კვლევისას, რომელშიც ყირგიზი მაშველებიც მონაწილეობდნენ, აღმოჩნდა, რომ 3 ადამიანი ცოცხალი იყო.

ნანგრევების ქვეშ გამოვლენილ ზონაზე ფოკუსირებით, მიწისძვრის 296-ე საათზე, მაშველთა გუნდებმა გადაარჩინეს ბავშვი, ქალი და მამაკაცი, რომელთა ვინაობა ჯერ არ არის დადგენილი.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.