აშშ-ის მიერ აეროსტატის ინციდენტის მართვა იყო წარმოუდგენელი და ისტერიული, ეს არღვევდა საერთაშორისო ნორმებს, – ამის შესახებ ჩინეთის კომუნისტური პარტიის ცენტრალური საგარეო საქმეთა კომისიის სამსახურის ხელმძღვანელმა, ვან იმ განაცხადა.
ჩინელი დიპლომატის თქმით, აშშ-ი ეს პრაქტიკა არ არის იმის დასტური, რომ ვაშინგტონი ძლიერია, არამედ პირიქით.
ვან იმ აშშ-ს მოუწოდა, შეწყვიტოს აბსურდული ქმედებები საგარეო საქმეებთან დაკავშირებით.
„ჩინურმა მხარემ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად უთხრა ამერიკულ მხარეს, რომ ეს არის სამოქალაქო უპილოტო აპარატი. დასავლეთის ძლიერი ქარის გამო, მას ჰქონდა შეზღუდული კონტროლი. გადაუხვია თავდაპირველ კურსს და შევიდა აშშ-ის საჰაერო სივრცეში. ჩვენ ვითხოვეთ, ამერიკულ მხარეს მშვიდად და პროფესიონალურად ეწარმოებინა მოლაპარაკება ჩინეთთან, რათა სწორად ემოქმედა. სამწუხაროდ, ამერიკულმა მხარემ უგულებელყო ძირითადი ფაქტები და თავხედურად განალაგა თავისი მოწინავე საბრძოლო თვითმფრინავები, საჰაერო ბურთის რაკეტებით ჩამოსაგდებად. ეს ქცევა წარმოუდგენელია და ისტერიკას უახლოვდება. ეს არის 100 პროცენტით ძალის ბოროტად გამოყენება. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკის აშკარა დარღვევა, განსაკუთრებით ჩიკაგოს კონვენციის, საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის კონვენციის“, – განაცხადა ვან იმ.